საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართაღმართებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მოგვიანებით კი, შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, წირვის დასრულების შემდეგ, სამი ჯვარი ნავებით მცხეთის გეთსამანიის ბაღში აღმართულ სვეტთან გადააბრძანეს, საიდანაც სამ სხვადასხვა ადგილზე წაიღეს. წელს ეს ადგილებია: გერგეტის სამება, ხონისა და სამტრედიის და ვანისა და ბაღდათის ეპარქიები.