გლდანში მდებარე კრივის დარბაზში, საქართველოს კრივის ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონატში მონაწილეობა ათ წონით კატეგორიაში, ასამდე სპორტსმენმა მიიღო.
გამარჯვებულები და საუკეთესო სპორტსმენები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვდებიან. მოკრივეთა ნაკრები მზადებას იტალიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის შეუდგება. ევროპის პირველობა 17-26 აპრილს ქალაქ აბრუცოში გაიმართება.