მოკრივე ბათუმიდან

წარმატების მიღწევა შესაძლებელია თუ აკეთებ იმას, რაც განიჭებს სიამოვნებას და გიყვარს, – მიიჩნევს შემდეგი რეპორტაჟის ახალგაზრდა გმირი.

მოგიყვებით 18 წლის ლანა ბოლქვაძის შესახებ. ის სპორტმა გაიტაცა, მაგრამ ისეთმა სახეობამ, რომ მისი ახლობლები ამ გატაცებას სკეპტიკურად უყურებდნენ. ახლობლების სკეპტიციზმის მიუხედავად, ლანამ არ თქვა უარი საკუთარ სურვილზე და უკვე საქართველოს ორგზის ჩემპიონია.

მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე დეტალებით.