აკა მორჩილაძე - „თბილისის კართან“ - III სერია

კრივი და ჭიდაობა თბილისის ორი მთავარი გასართობი იყო. როგორც ჯარი დადის მანევრებსა და სწავლებებზე, თბილისი ისე დადიოდა კრივში, რომელიც ორად გაყოფილ ქალაქს ბრძოლის ველს დაამსგავსებდა ხოლმე.

პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი.
რეჟისორი – გიორგი ებრალიძე.

პროექტის მიზანია, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში თბილისის სახეცვლილების, გარეგნული იერის და შინაგანი სამყაროს ჩამოყალიბების, კულტურული და სულიერი გადასხვაფერების ისტორიის წარმოჩენა, თბილისის გამქრალი, ერთ დროს უმნიშვნელოვანესი, დღეს არსგამოცლილი ისტორიული ადგილების გახსენება.

ქალაქზე დაშენებული ქალაქი. უბრალო ხალხი – ყოფით, ცხოვრებით, გართობით და წეს-ჩვეულებებით. თბილისის, როგორც ისტორიის სიკვდილი და ახალი ისტორიის შექმნა.

თბილისის კართან

იონას საქართველო

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები

სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები

საქართველოს ისტორია

 

დატოვე კომენტარი