საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ამხანაგურ შეხვედრაში, კვიპროსი 1:0 დაამარცხა

საქართველოს ნაკრების გამარჯვება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, კვიპროსს ამხანაგურად შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 24-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანაგრიში აღარ შეცვლილა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:0 გაიმარჯვა და მოუგებელი თამაშების სერია შეწყვიტა.