ტოკიოში საქართველოს დღეები გაიხსნა. გაიმართა იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების კონცერტები, ასევე ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატესა და ხრიდოლში. აღსანიშნავია, რომ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი. იაპონიაშია ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც, რომელიც იაპონელ საზოგადოებას ქართულ ღვინოს აცნობს. იაპონიაში ქართული დღეები დღეს ასევე მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობებით გაგრძელდება. ღონისძიებები კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.