საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ისტორიის კათედრის პროფესორებმა, სტუდენტებთან ერთად, ქვეყნის ისტორიაში 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ეს იყო ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი – რათა შეექმნათ დემოკრატიული და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო.