კორნელი კეკელიძე

კორნელი კეკელიძე – გამოჩენილი ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი – დაიბადა 1879 წლის 30 აპრილს ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში.

კორნელი კეკელიძე ამბობდა – „მე ორი ცხოვრებით ვიცხოვრე: ერთი – სასულიეროთი და გავხდი დეკანოზი, და მეორე, როდესაც სასულიერო ცხოვრებიდან წამოვედი და გავხდი აკადემიკოსი“.

როდის დასრულდა კორნელი კეკელიძის პირველი ცხოვრება და როდის დაიწყო მისი „მეორე ცხოვრება“, რას განიცდიდა მთელი ცხოვრება დიდი მეცნიერი, როგორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებლის ღვაწლი ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლაში.

კორნელი კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თეორიული და პრაქტიკული საკითხების განხილვას, განსაკუთრებით, მის ავტოკეფალურ უფლებათა კანონიკური საფუძვლების წარმოჩენის საქმეს.

კორნელი კეკელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 რეჟისორი – ბესიკ გაფრინდაშვილი, სცენარისტი – არჩილ შუბაშვილი, წამყვანი – მერაბ კოკოჩაშვილი

დოკუმენტური ფილმები

საიდუმლო კარტოთეკა

სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები

თბილისის კართან

იონას საქართველო

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები