საქართველოს დელეგაცია NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე - შეფასებები თბილისში
ნატო-ს საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება თბილისში. მოლოდინები არაერთგვაროვანია. მმართველ გუნდს მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნისთვის კარგი შესაძლებლობაა სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგისთვის. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, საქართველოს მონაწილეობა სამიტზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. საქართველოსთვის ხელშესახებ შედეგს არ ელოდებიან ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა, როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ორმხრივი ურთიერთობა გაამწვავა.