საქართველოს დელეგაცია NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე

ვაშინგტონში დღეს ნატო-ს სამიტი იხსნება. მსოფლიოს ლიდერები ამერიკის დედაქალაქში სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის დღის წესრიგსა და მომავალზე, რომელიც 75 წლის წინ დაარსდა. უკრაინაში მიმდინარე ომი და ომიდან გამომდინარე გამოწვევები – ალიანსის მორიგი შეკრების მთავარი თემაა კვლავაც. ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი ნატო-ს 75-ე საიუბილეო სამიტის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ანა ბროლაძე მუშაობს ვაშინგტონში. ის ქართული დელეგაციის წევრებს ესაუბრა.