საქართველოს დაზვერვის სამსახური სუს-ს აღარ შეუერთდება

საქართველოს დაზვერვის სამსახური სუს-ს აღარ შეუერთდება. ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, ამის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მისი განცხადებით, პარლამენტიდან გაითხოვეს ის კანონები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის გაერთიანებას ეხებოდა. ამ უწყებების შესაძლო გაერთიანებას  არასამთავრობო სექტორისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ეწინააღმდეგებოდნენ. შეკითხვები ჰქონდა ოპოზიციასაც. სტრუქტურული ცვლილებების შესახებ  პაკეტს პარლამენტი მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.