ავიაშოუ, ეროვნული დროშის ფერები და სამხედრო ვერტმფრენები თბილისის ცაზე – თავისუფლების მოედანზე დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. რეპეტიციაში უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფთან ერთად რეკრუტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებამდე, ხვალ, დამოუკიდებლობის დღეს, ფიცს დადებენ. ტრადიციული ცერემონია დედაქალაქში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ისტორიულ ძეგლებთან ერთდროულად გაიმართება.