საქართველოს დაცული ტერიტორიები

„საქართველო ღვინის სამშობლო“ და „აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ – ამ ორი სლოგანით დაცული ტერიტორიების სააგენტო კამპანიას აწარმოებს.

მთავარი მიზანი ქვეყნის დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების პოპულარიზაცია და ამ ლოკაციებზე მეტი ტურისტის მოზიდვაა. კამპანიის ფარგლებში სააგენტომ სხვადასხვა მედია საშუალებისთვის მედია ტური მოაწყო. ჟურნალისტებმა ოკაცეს კანიონი, თეთრას მღვიმე და კოლხეთის ეროვნული პარკი დაათვალიერეს. იქ არსებულ ტურისტულ ატრაქციებს და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. ულამაზესი ლანდშაფტი, საფეხმავლო ბილიკები, ზიპლაინი და ისტორია, რომელსაც საქართველოს დაცული ტერიტორიები ინახავს – ეს არასრული ჩამონათვალი იმ გამოცდილებისა, რასაც დაცული ტერიტორიების სტუმრობის შემთხვევაში მიიღებთ.