ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღე

ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, საფრთხეში მყოფი სახმელეთო და საზღვაო ლანდშაფტების პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.