საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ილია დარჩიაშვილი სტამბოლში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების დროს მთავარი განსახილველი საკითხები სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა იყო. შეხვედრისას თურქმა დიპლომატმა შექმნილი რეგიონული მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეწვევა.
კიდევ რა საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ამას ქეთი ჩოხელი გაგვაცნობს.