საქართველოს ჩემპიონატი ცხენოსნობაში

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 24 და 25 აგვისტოს ლისი-იპოდრომზე მეხუთედ იმართა საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი დაბრკოლებათა გადალახვაში, რომელშიც თბილისის იპოდრომის, ფოთის, ამბასადორისა და მენესის საცხენოსნო კლუბების მხედრები მონაწილეობდნენ. ოქროს ტურის პირველი დღის გამარჯვებული კლუბ მენესის მხედარი, გეგი მეტონიძე გახდა, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე სხვადასხვა ცხენით თბილისის იპოდრომის კლუბის წარმომადგენელი, შალვა გაჩეჩილაძე გავიდა. ტურნირის მიზანი მხედრების წახალისება და საქართველოში საცხენოსნო სპორტის განვითარების ხელშეწყობაა. ჩემპიონატი საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად ეწყობა.