ცხენები ცხენოსნობის ფედერაციისთვის

30 წლის განმავლობაში პირველად, სპორტის სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციას ცხენები უყიდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. ცხენები ფედერაციას მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც ცხენოსნებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. ფედერაციის წინაშე მდგარი ამ გამოწვევის შესახებ 2021 წლის სექტემბერში მინისტრმა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად მიიღო ინფორმაცია და დაპირდა, რომ სამინისტრო დაეხმარებოდა ქართველ ცხენოსნებს.