საქართველოს ამერიკელი და ჩინელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი სტუმრობს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ამერიკელი და ჩინელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი სტუმრობს. ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და იმპორტიორების მოწვევის მიზანი ამ ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაა.
ვიზიტის ფარგლებში, იმპორტიორები ეწვივნენ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლში, იმერეთსა და კახეთში. თბილისში ასევე გაიმართა სპეციფიკური დეგუსტაცია. 50 კომპანიის წარმომადგენელმა საკუთარი პროდუქცია – ჯამში 200-მდე დასახელების ღვინო წარადგინა.