რთველი 2019

ღვინის მწარმოებლები დაგეგმილზე ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ. განცხადება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა.

ლევან მეხუზლამ სააგენტოში ბრიფინგი გამართა და განმარტა, რომ ქართული ღვინის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრის, რუსეთის მხრიდან, იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესების გამო გაჩნდა მოლოდინი, რომ მწარმოებლებს ღვინის რეალიზაცია გაუჭირდებათ, შესაბამისად ისინი ყურძნის დაგეგმილ რაოდენობას აღარ ჩაიბარებენ. კახეთში წელს 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ დაბალი მოთხოვნა განსაკუთრებით თეთრ ყურძენზე იქნება. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მიშაობს, რათა მევენახეებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს.