საქართველო ვენეციის ბიენალეზე. თანამედროვე ხელოვნების კურატორი, მაგდა გურული 2022 წლის ვენეციის 59-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის მომზადების პროცესზე იქნება პასუხისმგებელი. „რძე სიზმრებისა“ ბიენალე 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე გაიმართება. ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკება ორ სხვადასხვა სივრცესთან დაკავშირებით. შერჩეული იქნება ერთ-ერთი.