საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში.
მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემებში საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლებიც ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად უსაფრთხოდაა მიჩნეული. ჩვენი ქვეყანა ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს ხორვატიის, სლოვენიის და ისლანდიის შემდეგ. ხელისუფლება უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო აღიარებას დანაშაულის გახსნის მაღალი მაჩვენებლით და დანაშაულის პრევენციისთვის მიღებული ახალი ზომებით ხსნის. უსაფრთხოების გარდა ქვეყანამ დადებითი შეფასებები ტურიზმის სფეროშიც მიიღო. საქართველო საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებში მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდა.