მსოფლიო რბენა - Wings for Life 2024

პლანეტის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი, Wings for Life დღეს მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს, 15:00 საათზე დაიწყება.

2024 წლის გარბენი რეალური ფინიშის მანქანის თანხლებით ევროპის შვიდ ქვეყანაში გაიმართება. საქართველოდან ღონისძიებას მონაწილეები აპლიკაციით მათთვის სასურველ ადგილიდან შეუერთდებიან და ინდივიდუალურად ან გუნდურად ირბენენ. შედეგები საერთაშორისო რეიტინგში აისახება. მონაწილეობის საფასური და შემოწირულობები ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებს მოხმარდება.