საქართველო „ტრენტოს“ საერთაშორისო ფესტივალზე 

ქართველი რეჟისორების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.

ნინო ორჯონიკიძის და ვანო არსენიშვილის მიერ ერთ სოფელზე გადაღებულ დოკუმენტურ ნამუშევარს მალე „ტრენტოს“ საერთაშორისო და მრავაწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალზე აჩვენებენ. ფილმში მოქმედება ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ვითარდება.

პანდემიის გამო ზაფხულის  ბოლოსთვის გადადებულ საერთაშორისო ფესტივალზე, ორგანიზატორები მაყურებელს ქართული ფილმების რეტროსპექტივას,   ონლაინ-რეჟიმში შესთავაზებენ სახელწოდებით, „დესთინეიშენ  ჯორჯია“. „გვირაბის“ გარდა ფესტივალზე  13 ქართულ ფილმს აჩვენებენ. მათ შორისაა ყველასთვის კარგად ცნობილი მარიამ ხაჭვანის ფილმი, „დედე“.