თბილისი - 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქი

კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს მიიღებს.

სტატუსი საქართველოს დედაქალაქს იუნესკომ მიანიჭა. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტილება წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეომენდაციის შედეგად მიიღო. „და შენი შემდეგი წიგნი არის…“ – ასეთია მასშტაბური პროექტის სლოგანი. პროექტის მიზანი ახალგაზრდებს შორის წიგნის და კითხვის პოპულარიზაცია და ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაა, აქცენტი გაკეთდება თანამედროვე ავტორების, გამომცემლობების და მთარგმნელების ხელშეწყობაზეც.

დატოვე კომენტარი