26-27 ოქტომბერს საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში“ საორგანიზაციო შტაბი იმუშავებს. თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეოთხედ იმართება – ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა.
წელს ფორუმს 60-მდე ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი დაესწრება როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტი.