ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში საქართველო ჩაერთო.
„სოლიდარობის“ კვლევის მიზანი კორონავირუსის მკურნალობის პროცესში სამი მიმართულების პრეპარატების ეფექტურობის დადგენაა. მედიკამენტებს შორისაა პრეპარატი „პლაქვენილიც“, რომლის გამოყენება რისკების გამო გუშინ „ამერიკის წამლის სააგენტომ“ შეაჩერა, თუმცა კვლევის ფარგლებში ის ისევ დასაშვებია. პროტოკოლის მიხედვით, მკურნალობის პროცესში პრეპარატების გამოცდა მხოლოდ პაციენტის თანხმობით მოხდება. რამდენიმე დღეში, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, საქართველოში კიდევ ერთ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პრეპარატს, „რემდესივირს“ ელოდებიან.