საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ღვინის დამზადების საუკუნოვან ისტორიას საფრანგეთში ეცნობიან.

აიეფ-თიემ ტოპ რესა“ – ასე ჰქვია პარიზში მიმდინარე ტურისტულ გამოფენას, რომელსაც ტურიზმის სფეროს 30 ათასზე მეტი პროფესიონალი სტუმრობს. მასშტაბურ გამოფენაზე წარმოდგენილ 170 ქვეყანას შორის არის საქართველო. ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და მარშრუტებს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებს კერძო სექტორთან ერთად აცნობს. მთავარი მიზანი ბიზნეს კავშირების დამყარება და საქართველოში მეტი ევროპელი ვიზიტორის მოზიდვაა – მარიამ აფციაური გიამბობთ.