„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა. იუსტიციის სამინისტრომ საჩივარი 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა, რაც საქართველოს მოსახლეობის მასობრივ შევიწროებას, დაკავებებს, თავდასხმებსა და მკვლელობებს ეხება. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.

მოამბე