საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შეთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით პარიზში ჩავიდნენ. უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრაც.
პარიზის წიგნის ბაზრობის ფორმატი ფრანკფურტისგან განსხვავებულია. საპატიო სტუმარი ქვეყნის ფორმატის პარალელურად, ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილია საპატიო ქალაქი. სტუმარი ქვეყნის პავილიონს სტუმრობენ ფრანგი მაღალჩინოსნები, გამომცემლები და დაინტერესებული პირები.
ჩვენმა ქვეყანამ საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხორციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო.