საქართველო მსოფლიო გასტრო-კონგრესზე

საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის ემზადება.

ჩვენი ქვეყანა ესპანეთში დაგეგმილ საერთაშორისო გასტრო-კონგრესზე პირველად იქნება წარმოდგენილი. „მადრიდ ფუჟენი“ იანვრის ბოლოს გაიმართება. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ შეფმზარეულებს, კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს, ექსპერტებს და სომელიეებს საშუალება ექნებათ, რომ ქართულ სამზარეულოს და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცნონ და ქართული ღვინო დააგემოვნონ. მოეწყობა ქართული კერძების დამზადების მასტერკლასებიც. მსოფლიოში ცნობილ გასტრონომიულ კონგრესზე საქართველოს ორი სტენდი ექნება.