ლონდონში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ტურისტულ გამოფენაზე ჩართულები არიან უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები. ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მათთან შეხვედრებს მართავს. ღონისძიებაში საქართველოს 20-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ პოტენციურ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.