„წარსულიდან მომავლისკენ“ – ამ სახელწოდებით საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევარები ქართულ-ებრაული ურთიერთობების კულტურულ, ეთნოლინგვისტურ და ისტორიულ კონტექსტებზე მოხსენებებს წარადგენენ.
კონფერენცია ქართულ-ებრაული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება და იგი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეობას კი ქართველი, ებრაელი და გერმანელი მეცნიერ-მკვლევარები იღებენ.