ისრაელ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი

საქართველო და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა ორი ქვეყნის მუსიკოსებს უმასპინძლა. საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დამყარდა, თუმცა ქვეყნებს შორის ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები ბევრად მეტ წელს ითვლის.