საქართველო და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა ორი ქვეყნის მუსიკოსებს უმასპინძლა. საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დამყარდა, თუმცა ქვეყნებს შორის ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები ბევრად მეტ წელს ითვლის.