„საქართველო-იაპონია საუკუნის მესამედი“ – ასე ჰქვია ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა. ფილმი იმ ქართველების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც იაპონიაში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ორი ქვეყნის კულტურების განვითარებაში. საღამო სახელმწიფო ანსამბლმა „მართვემ“ გააფორმა. მათ იაპონური სიმღერა და „მრავალჟამიერი“ შეასრულეს. კინოჩვენებას უმრავლესობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.