სალოტბარო სკოლების ფესტივალი

17-24 ივნისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ უკვე მესამედ ჩატარდება. წელს ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს. 17-20 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, ანაკლიას ესტუმრებიან წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ხოლო მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მათ სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, სენაკისა და ბაღდათის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ჩაანაცვლებენ.

მონაწილეებისთვის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში გაიმართება ორი კონცერტი, რომელშიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ბავშვთა ანსამბლი „მართვე“.