საქართველო 2020 წელს ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონიდან ექვსი მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, რადგან უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება.
თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლის დროს, ასზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელს, საქართველოს მხარდაჭერა საჯაროდ სთხოვა.