საქართველო გერმანიის ტურისტულ გამოფენაზე

ქართული სტენდი ბერლინში.

საქართველო პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. ამჯერად განსხვავებული იქნება ჩვენი ქვეყნის სტატუსი. „აითიბი 2023“-ის მასპინძელი წელს საქართველოა. შესაბამისად, მთავარი სტენდიც ქართული იქნება, სადაც დამთვალიერებლები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვირტუალურად იმოგზაურებენ და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს უკეთ გაიცნობენ.