საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში

როგორია მოლოდინი საქართველოში – რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დაკავშირებით. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ არ არის გამორიცხული უნგრეთის პოზიციამ უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე, თუმცა, იმედს იტოვებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რეკომენდაციის შესაბამისად იქნება მიღებული.

პოზიტიური მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანა სტატუსს გარანტირებულად მიიღებს, უნგრეთის მხრიდან კი საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.