საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა
საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.
პლატფორმის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მონიტორინგი და საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებისთვის რეკომენდაციების მიწოდებაა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ასეთი ტიპის შეხვედრები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის არის საჭირო.
შეხვედრას ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.