შეხვედრა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით. ღონისძიებაზე, მხარეები 21-ე საუკუნის საზღვაო „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპო”-სა და ფორუმის პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს საბაზრო-საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის გზებს განიხილავენ.
შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მუნიციპალური საბჭოს ეკონომიკური და სავაჭრო დელეგაციის წევრები და ქართული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან.