საქართველო-ჩეხეთის მატჩს პრემიერი, მთავრობის წარმომადგენლები და თბილისის მერი დაესწრნენ
უეფას ერთა ლიგის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი კობახიძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დედაქალაქის მერსა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა ნაკრების წევრებს გამარჯვება პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.