საქართველო-ჩეხეთის მატჩს პრემიერი, მთავრობის წარმომადგენლები და თბილისის მერი დაესწრნენ

15:08, 08.09.2024

უეფას ერთა ლიგის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დედაქალაქის მერსა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა ნაკრების წევრებს გამარჯვება პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.

მსგავსი