საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია - როგორ მართა საქართველომ „კოვიდ-19“, რა კრიტერიუმებით შეფასდა, როგორც წარმატებული ქვეყანა და როგორ ემზადება სისტემა მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის
ეპიდემიოლოგები მზარდ რისკებზე იწყებენ საუბარს. ბოლო კვირებთან შედარებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იმატებს.
დღის ბოლოსთვის უკვე ცხრა დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ინფიცირებულთა გარკვეულ ნაწილში „კოვიდ-19“ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც შეზღუდვების მოხსნის ფონზე საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკან მოუხდა იმ განცხადების წაღება, რომლის მიხედვით უსიმპტომო მოქალაქე დაავადების ნაკლებად გამავრცელებელია.
მეორე ტალღის საშიშროებიდან გამომდინარე, ეპიდემოლოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ყველა რეკომენდაციის მკაცრად დაიცვისკენ მოუწოდებენ.
ვირუსის მეორედ გავრცელების საფრთხის მიუხედავად, საქართველო „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოების რეიტინგში რეგიონში პირველ პოზიციას იკავებს. „დიფ ნოლი ჯგუფის“ ანგარიშის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა რისკების მართვის კუთხით ეფექტურია.