საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე კიდევ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე კიდევ სამ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ პატიმრობა მოითხოვა, ერთი არასრულწლოვნის მიმართ – მეთვალყურეობა, ხოლო 21 წლის ბრალდებულის მიმართ – გირაო. პროკურორის განცხადებით, ხუთივე პირს დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად. მათგან სამი სრულწლოვანი პირია, ხოლო ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამა მოქმედებს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულები კი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ.