სომხეთის დედაქალაქი აქციებმა მოიცვა.
სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის ფარგლებში ბაქოსთან ცალმხრივ დათმობაზე წასვლის გამო მოქალაქეები ქვეყნის პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებენ. დემონსტრაციებს სათავეში უდგას არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. მისმა მხარდამჭერებმა დღეს სომხეთში რამდენიმე ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. არიან დაკავებულები. პროტესტის პარალელურად ყაზახეთის დედაქალაქში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხი უნდა განიხილონ.