გასულ ღამეს საფრანგეთში 719 ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას აპროტესტებდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციების მეხუთე დღეს, 600-მდე მანქანა და 75 შენობა დაიწვა. საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის მერი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე იუწყება, რომ დემონსტრანტები მის სახლში მანქანით შეიჭრნენ. დაშავებული არიან მერის ცოლი და შვილი. საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბანში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.