საპროტესტო აქციები და პოლიტიკური შეფასებები

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით ხვალ აქცია ქუთაისში ტარდება.

პერმანენტული საპროტესტო გამოსვლების პარალელურად უცვლელად რჩება პროტესტის ის ფორმაც, რომელიც მმართველი პარტიის მაჟორიტართა ბიუროებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობას გულისხმობს. წინა დღეებისგან გასხვავებით, დღევანდელმა დღემ განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა. ქუჩაში გასული ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათი გეგმა არაძალადობრივი პროტესტის გზით არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლაა. თუმცა ამ გზავნილს არ შეიცავდა მათი აქტიური მხარდამჭერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შინაარსი.

ნიკა გვარამიას ხვალ სუს-ში ელოდებიან.