აქცია-მარში გაიმართა ზუგდიდში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი სკეიტპარკში შეიკრიბნენ. მათ სამხარეო ადმინისტრაციამდე მსვლელობა გამართეს და იქ გააჟღერეს მთავარი მოთხოვნები: „არა რუსულ კანონს“, „გაიწვიოს ხელისუფლებამ რუსული კანონი“. პროტესტის მონაწილეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მოგვიანებით აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერიასთან მივიდნენ და მთავარ მოთხოვნებზე ილაპარაკეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
აქცია-მარში ქალთა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა.