პარიზში საპროტესტო აქციაზე 120 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში მოსახლეობა მას შემდეგ გავიდა, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სადაო საპენსიო კანონი პარლამენტის კენჭისყრის გარეშე მიიღო. პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ახალი სადაო კანონის მიხედვით, მინიმალური საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.